პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სანდრა რულოვსი, რომელმაც პეტიციას ხელი პირველმა მოაწერა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მან კომისიის შექმნაზე უარი მიიღო, რითაც პარლამენტარებმა მისი უფლებები დაარღვიეს, ახლა კი ეცდება, მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000 ხელმოწერა შეაგროვოს.