ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ამჯერად ინიციატივა 50 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს.
მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბარი იურიდიულ კომიტეტზეც იყო. თინა ბოკუჩავამ, გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართა. მისი თქმით შალვა თადუმაძე ისეთივე ცრუ დაპირებებს გასცემს როგორც ბიძინა ივანიშვილი. პასუხად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა განმარტა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე კი ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოს პროკურატურისთვის.