თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება. სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი შვილის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას ედავებიან და აცხადებს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს გაკეთებულ საჯარო განცხადებებში, სუს-ი მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე. საქართველოს კანონმდებლობით კი პირი უდანაშაულოდ მიიჩნევა იქამდე, ვიდრე მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება. ოჯახი ხაზს უსვამს, რომ თემირლან მალაჩიკაშვილსთვის ბრალი ოფიციალურად წარდგენილიც არ ყოფილა და მას არც ბრალდებულის სტატუსი ჰქონია, აღნიშნულის გარეშე მის დამნაშავეობაზე მითითება კი, მშობლების შეფასებით, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.