პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას აფასებს. შეხვედრას ადგილობრივები, უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებიან. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.