სომხეთის მტავრობამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სომხეთის ოთხ მოქალაქს ერევანში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
სპეციალური განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სომხეთის საელჩოს გვერდზე განთავსდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაყვანის გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა. შეგახსენებთ სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა შაბათს გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. 20 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან 17 სომხეთის მოქალაქე იყო, ორი საქართველოს, ხოლო ერთი – აზერბაიჯანის.
ამ დროისთვის ერევანში გადაყვანილი პაციენტების გარდა ყველა დაშავებული კლინიკებიდან უკვე გაწერეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.