თელეთში შვილმა ხანდაზმული დედა დაჭრა - რას ამბობს ექიმი ქალის მდგომარეობაზე? - Palitra News

თელეთში შვილმა ხანდაზმული დედა დაჭრა - რას ამბობს ექიმი ქალის მდგომარეობაზე?

2019-01-09 10:04:50+04:00

სოფელ ზემო თელეთში შვილმა დედას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ჯერჯერობით უცნობიარა რა გახდა ხანდაზმულ ქალზე ძალადობის მიზეზი. გულნარა ბადრიშვილი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკა "პინეოში" გადაიყვანეს. მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამნაშავე უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.