მთა რომ ბევრ საიდუმლოს ინახავს ბევრმა იცის. ამაზე ბევრიც თქმულა და დაწერილა კიდეც, თუმცა, ისტორიის გაცოცხლება, არტეფაქტები და ზეპირსიტყვიერება უამრავ სიბრძნეს კიდევ ინახავს. დრო და დრო, მთა ბევრ საიდუმლოს ამხელს, ბევრსაც თავად იტოვებს... ერთი შეხედვით წარმართული რიტუალები კლასიკური წირვა-ლოცვების ნაცვლად, სასულიერო პირების მაგიერ კი, თავისი დეკანოზებით მთის ერთგვარი ფოლკლორია. თუმცა, სიბრძნე და რწმენა ნამდვილად ღრმაა. მთიულეთში საყდრების უმეტესობა წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება.