კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლების შემოსავლების 2018 წლის მე-3 კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს.კომისიის ცნობით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.7%-ით ანუ მილიონ 857 ათას 745 ლარით გაიზარდა.
რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს, რომლებსაც ბაზრის 65% უკავიათ საანგარიშო პერიოდში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო „იმედს“ 6%-იანი კლება აქვს.