შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული პირი წალკაში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.