ტელეკომპანია "პალიტრანიუსში" საინფორმაციო ტელევიზიების საერთაშორისო ექსპერტი, CNN-ის მედიაკონსულტანტი და სერბეთში, ხორვატიასა და ბოსნიაში CNN-ის ექსკლუზიური პარტნიორი, კომპანიის N1-ის დამაარსებელი რუსმირ ნეფისი იმყოფება. მისი ჩამოსვლის მიზანია, განახორციელოს ცვლილებები საინფორმაციო ტელევიზია "პალიტრანიუსში" და ხელი შეუწყოს არხის განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში ის მედიაჰოლდინგის როგორც მენეჯმენტის წარმომადგენლებთან, ასევე პროდიუსერებთან, რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან გამართავს შეხვედრებს. მედია კონსულტანტის თქმით, მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ „პალიტრანიუსს“ და მედია ჰოლდინგის სხვა პლატფორმებს გასცნობოდა და უკვე მზად აქვს გარკვეული რეკომენდაციები.