ტელეკომპანია "ერთსულოვნებას" ახალი დირექტორი ჰყავს. საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის ადგილი ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარმა მამა მიქაელ ფოფხაძემ დაიკავა. მამა მიქაელი თანამშრომლების გასაცნობად ტელევიზიაში მივიდა და ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.