ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, თბილისში მანქანა გასტაცეს - გაქცეულმა ქურდმა ავარიისას 6 მანქანა დაამტვრია - Palitra News

ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, თბილისში მანქანა გასტაცეს - გაქცეულმა ქურდმა ავარიისას 6 მანქანა დაამტვრია

2018-12-11 16:06:22+04:00

ავტომობილის გატაცება თბილისის ცენტრიდან - წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე ახალგაზრდა მა­მა­კაცი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, რომ სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტი­დან ტე­ლე­ფონ­ზე თან­ხა ჩა­ე­რი­ცხა, რა დრო­საც უც­ნო­ბი პირი მის მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და და გა­იქ­ცა.თუმცა ქურდი მო­პა­რუ­ლი Honda Fit-ით შორის ვერ წავიდა - გამ­ტა­ცე­ბელ­მა მალევე ავა­რია მო­ახ­დი­ნა, რა დრო­საც ხუთი მან­ქა­ნა და­ამ­ტვრია. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. პოლიციამ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­ლე­ვე იპო­ვა. დამ­ნა­შა­ვე კი და­კა­ვე­ბუ­ლია. მომხდარზე ძიება მიმდინარეობს. მანქანის ქურდს, კი რომელმაც გატაცების შემდეგ, საერთო ჯამში 6 მანქანა დაამტვრია , 4-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ელის