23 წლის გოგონა საბერძნეთში წამებით მოკლეს. მას 2 თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოკლულის ახლობლები და მეგობრები ყვებიან რომ სოფო წიკლაური ნაწამებია და მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა ძარცვას უკავშირდებოდეს. ნაწამები გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა იპოვეს.
"კარს არავინ გვიღებდა და ბოლოს შევამტვრიეთ, რადგან შგნიდან ძაღლის ყმუილიც ისმოდა. შევედით, ვნახეთ იატაკზე დაგდებული სოფო, ბავშვი თავის საწოლში იწვა. როგორც პოლიციამ გვითხრა, სამწუხაროდ, პატარა დამამშვიდებელი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო. პოლიციამ თვითმკვლელობა გამორიცხა, ანუ სავარაუდოდ, მოკლულია. მათი ვერსიით, სოფო არის წამებით მოკლული. ხელები დამტვრეული ჰქონდა, სხეულზე სიგარეტის ნამწვავები და სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში, ეტყობა, სიმწრისგან ჩამოგლეჯილი" - აცხადებს გოგონას საბერძნეთშივე მყოფი მეგობარი ქეთევან ძიგუა.
ირკვევა რომ დაღუპული საბერძნეთში დაქორწინდა, თუმცა შემდეგ მისი მეუღლე დააკავეს და ამჟამად ის პატიმრობაშია. სოფო წიკლაური უკვე 5 წელია, რაც ემიგრაციაში იმყოფებოდა. გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარს ახლა ექსპერტიზა უტარდება. დაწყებულია გამოძიება