08:16
21 სექტემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თელავში "თეგეტა მოტორსის" განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა
23-11-2017

თელავში, ვარდისუბნის წრიულ მოძრაობასთან, "თეგეტა მოტორსის" განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა. განახლებულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება,  ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავსა და გადაცემათა კოლოფში და სხვა.  გახსნის ცერემონიას თელავის  მერი, შოთა ნარეკლიშვილიც დაესწრო.

სერვის ცენტრის განახლების პროექტში 200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა, რომლებმაც პროფესიული გადამზადება გაიარეს  „თეგეტას“ აკადემიაში. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და  დღის განმავლობაში 40-მდე ავტომობილს შეუძლია მოემსახუროს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები