თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს ტყეში ხანძარია. ცეცხლი გუშინ გავრცელდა. სტიიქის ზონაში 20- მდე მეხანძრე - მაშველია მობილიზებული. ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილებში გამხმარ ხეებსა და ქვედა საფარს უკიდია, რის გამოც შესაბამისი ტექნიკის ბოლომდე მიყვანა ვერ ხერხდება. რწმუნებულის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესს ქარი აფერხებს. გიორგი ლაჩაშვილისვე თქმით, დასახმარებლად სოფლიდან რამდენიმე მოხალისე უკვე წავიდა. ამასთან, ერთდროულად ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ტყეში.