თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. რეპეტიციაში 200-მდე სამხედრო მოსამსახურე და ცნობილი ანსამბლები "ერისიონი", "ქართული ხმები" და "რუსთავი" მონაწილეობს.დღის წესრიგის მიხედვით, ინაუგურაცია 15:00 საათზე იწყება და 50 წუთს გაგრძელდება. წინანდალში საზეიმო მიღება გაუქმდა და მის ნაცვლად თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. ინაუგურაციის ორგანიზატორების თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციას 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.