გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი რთველი ორიენტირებულია მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვაზე და მათი შრომის დაფასებაზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 80 თეთრს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 0,30 თეთრი და 1 კგ კახური მწვანისთვის ასევე 0,30 თეთრი.