თელავში რთველი 2017 წლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ წელს 100-ზე მეტმა კომპანიამ ინდუსტიულად 150 000 ტონაზე მეტი ყურძენი უნდა გადაამუშაოს. მისი თქმით, ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მინისტრის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოშიდან ექსპორტირებული ღვინო დაახლოებით, 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.