ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში. ქუთაისის ქუჩაზე მოძრავ კრიმინალური პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომობილს ჰონდას მარკის ჯიპი დაეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმებიც. როგორც ჩვენთვის ცნობილია პოლიციის ერტი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.