თელავში ინაუგურაციის გენერლური რეპეტიცია გაიმართა. რეპეტიცია დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. რეპეტიციას არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფები და სპეცრაზმის წარმომადგენლები. ასევე ანსამბლები, რომლებიც მთავარ ღონისძიებაზე ჰიმნს შეასრულებენ.საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებს თელავის თეატრში უმასპინძლებს.