თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს - Palitra News

თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს

2019-04-10 15:06:28+04:00

თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს. 25 წლის, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარარით მიაყენეს. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმავიით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.