თელავში ერეკლე მეფის დაბადებიდან 297 წლის იუბილეს აღნიშნავენ. თარიღთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან საზეიმო ღონისძიებები იმართება. წარმოდგენილია თემატური პავილიონები. მოსახლეობას საშუალება აქვს მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას მოუსმინოს, დაათვალიეროს ხალხური რეწვის ნამუშევრები. ბავშვებისთვის მოწყობილია ატრაქციონების კუთხე. სპეციალურად ამ დღისთვის, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებია წარმოდგენილი. საღამოს გალა -კონცერტი და სადღესასწაულო ფოიერვერკი დაასრულებს.