თელავში, ალაზნის არხში 7 წლის ბიჭი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი უფროს ძმასთან ერთად საბანაოდ იყო წასული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.