თელავში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.