თელავში შვილმა დედა დაჭრა. ახალგაზრდა გოგომ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დედას დაზიანებები მხარის არეში, ცივი იარაღით მიაყენა. ექიმის თქმით, დაშავებულს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია მან საავადმყოფო უკვე დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალდებული საპატრულო პოლიციამ მალევე დააკავა.