თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით თელავის მერიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა, პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შენარჩუნებას გულისხმობს. პეტიცია საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გაეგზავნება. არასამთავრობო სექტორს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უპასუხა. უწყება ადასტურებს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის მათ შორის თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნის საკითხზე სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს.უწყება მიიჩნევს, რომ ამ ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის მინიჭებით შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა.