გუშინ ღამით, თელავის სპორტსკოლის ტერიტორიაზე განლაგებულმა სპეცრაზმმა ქალაქი გამთენიისას დატოვა. 50-ზე მეტი შეიარაღებული სპეცრაზმელი ალაზნის გამზირის მიმდებარედ იყო დისლოცირებული. რა მიზანს ისახავდა სპეცრაზმის თელავში მობილიზება, ამასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.