გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ოჯახში ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეეფარდების თაობაზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა თელავის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.