თელავის მუნიციპალეტის სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე დღის წინ მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ. ისინი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის და ნათესავების სოფლიდან გასახლებას ითხოვენ. მოკლული რადიმ ყურბანოვის მამის თქმით, მისი შვილის მკვლელობა, 10 წლის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც ოჯახის კუთვნილი იარაღით დამნაშავის 15 წლის ძმა გარდაიცვალა. "ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ ოჯახი და მთელი მათი საგვარეულო გადასახლდეს ამ სოფლიდან. 10 წლის წინ, როდესაც ჩემი ბიჭი 9 წლის იყო, ცხვარში სამწყემსად იყო მამაჩემთან ერთად, იქ გვქონდა თოფი ამ მკვლელის ძმამ აიღო და შემთხვევით გაისროლა რის შემდეგაც ადგილზე მოკვდა. ექსპერტიზამ და პოლოციამ არ გაგვმტყუნა, მაგრამ მამაჩემი მაინც იჯდა ციხერში.ახლა ამათ შვილი მომიკლეს, არ გაჩერდებინ და არც ჩვენ გავჩერდებით. პოლიციას რომ ჩაბარდა ეს საკმარისი არ არიის,გადავწვავთ მათ სახლებს."განაცხადა,მოკლული ახალგაზედის მამამ რადი ყუბანოვმა. აქციის ადგილზე მობილიზებულოა პოლოცია. გამოძიება, 108 მუხლით მიმდიანრეობს, რაც განზრახ მკვლეპობას გულისხლობს.პოლოციამ დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში დაკავა.