თვითმფრინავი, რომელსაც ძრავის პრობლემები შეექმნა თელ-ავივის ბენ ჰურიონის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავი თელ-ავივიდან ბათუმისკენ მოფრინავდა და მასში 194 მგზავრი იმყოფებოდა. აფრენის მომენტიდან მისი მარცხენა ძრავი გადახურდა, თუმცა პილოტმა უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს დაზიანება არ მიუღიათ.