აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტექნოპარკში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები” გაიმართა. კონფერენციაზე საქართველოს, ბრიტანეთის, გერმანიისა და შვეიცარიის გარდა, კიდევ 10 ქვეყნის განათლების ექსპერტები და მკვლევარები მონაწილეობდნენ. სპეციალურად, აღნიშნული კონფერენციისთვის საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან, კემბრიჯისა და მიდლსექსის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის მიზანია უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობის გაზრდა.