ტექნოპარკში, HR hub-ის ორგანიზებით, HR ბიზნეს სამიტი გაიმართა, სადაც HR მენეჯერები, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები და სფეროსთან დაკაკავშირებული კომპანიები ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს. ღონისძიების ფარგლებში ორი პანელ-დისკუსია და გამოფენა გაიმართა, სადაც კომპანიებმა ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო კორპორატიული სერვისები წარადგინეს. გარდა ამისა, თოთხმეტმა სპიკერმა ადამიანის რესურსების სფეროში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. HR ბიზნეს სამიტში მონაწილეობა მიიღო „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო ფეიქრიშვილმა. მან სიტყვით გამოსვლისას პერსონალის განვითარების იმ ინოვაციურ სისტემაზე ისაუბრა, რომელიც კომპანიაში ახლახან დაინერგა. მისი თქმით, „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ დანერგილმა ახალმა სისტემამ მის კოლეგებში ინტერესი უკვე გამოიწვია და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.