ევროპელი მეცნიერები ცდილობენ გადაარჩინონ ფუტკრები განადგურებისგან სპეციალური რობოტის საშუალებით, რომელიც მათ გააფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. კერძოდ, ახალი ტექნოლოგია ფუტკრებს საშუალებას აძლევს გამოიმუშავონ კომუნიკაციების ტექნიკა და ასე ვთქვათ ინტელექტი.ავსტრიის ქალაქ გრაცში მკვლევარები აგებენ სკებს, რომლებიც განსხვავდება სხვა სკებისგან. კერძოდ, ფირფიტებს სენსორებით უზრუნველყოფილი მცირე ზომის რობოტების ზემოთ ამონტაჟებენ, კომპლექსური ბიოალგორითმი ეხმარება ამ რობოტებს გადასცენ სხვადასხვა ფიზიკური სტიმულები ფუტკრებს. ამის შემდეგ კი მეცნიერები ფუტკრების რეაქციებს სწავლობენ. „მას შემდეგ რაც ჩვენ მწერებს ვაკავშირებთ კომპიუტერთან, საშუალება გვაქვს დავაკვირდეთ როგორ იგზავნება ინფორმაცია რობოტისგან ფუტკრებისკენ, როგორ იმახსოვრებენ ფუტკრები მიღებულ ინფორმაციას, როგორი კავშირები უყალიბდებათ მათ და როგორ ფილტრავენ მას. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ უფრო მეტი ფუტკრების შესახებ“ , - განაცხადა ბიოლოგმა ტომას შმიკლიმ, რომელიც კვლევაში იღებს მონაწილეობას. მეცნიერები ამბობენ, რომ მცირე ზომის რობოტები, რომლებიც სკებშია განთავსებული აიძულებენ ფუტკრებს ისეთ სტიმულებზე ჰქონდეთ რეაგირება, როგორიცაა ვიბრაცია, ტემპერატურის ცვლილება და ჰაერის ნაკადების ცვლილება.მეცნიერებს სჯერათ, რომ ერთ დღეს პატარა რობოტები დაეხმარებიან ფუტკრებს მძიმე გარემო პირობებში გადარჩნენ. სამომავლოდ ისინი ფიქრობენ, რომ სენსორებიან მცირე ზომის რობოტებს სკებში განათავსებენ, რითიც ფუტკრებს დაეხმარებიან ისეთი ინფორმაციის მიწოდებაში, როგორიცაა მაგალითად პესტიციდების და დამაბინძურებლების არსებობის შესახებ ინფორმაცია, რის შედეგადაც მკვლევარების თქმით, გაიზრდება ფუტკრების პროდუქტიულობა.მათი განმარტებით, მაგალითად თუ ზაფხულში მოსალოდნელია ხანგრძლივი წვიმა ან ცივი ამინდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფუტკრებს არ ექნებათ საკმარისი საკვები, რობოტებისგან ისინი წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას და წინასწარ იმოქმედებენ იმისათვის, რათა სკებში ფუტკრების კანიბალიზმს არ ჰქონდეს ადგილი.მსგავსი კვლევების ჩატარება იგეგმება თევზებზეც.