საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის სახურავზე მცირე ხანძარი იყო. როგორც „პალიტრა ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის სახურავზე გამწოვს გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.