2019 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა მსუბუქი ავტომობილებისთვისაც სავალდებულო ხდება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, გაზრდილი ნაკადის მისაღებად ტექინსპექტირების ცენტრები მზად არიან. შალვა ურიადმყოფელის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 40 ტექდათვალიერების ცენტრი მუშაობს. უახლოეს მომავალში კი მათი რიცხვის ზრდა იგეგმებაავტომობილების ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო პერიოდში ტექინსპექტირების ცენტრებში კონტროლი გამკაცრებულია. ვაჟა იორდანაშვილის თქმით, ტექდათვალიერების გავლა განსაკუთრებით უჭირს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მისივე ინფორმაციით, ავტობუსების 50% ტექინსპექტირებას ვერ გადისეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე ტექინსპექტირება 128 ათასმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან 90 ათასი ავტომობილი დადებითად შეფასდა, 38 ათასი კი დახარვეზდა. ამასთან, 3 500 ავტომობილს გზაზე გადაადგილება შეეზღუდა.