საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტის დავით მესხიშვილის თქმით, ტექ-ინსპექტირების რეფორმა გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს და ამ პორობლემებს გადაჭრა ესაჭიროვება. მესხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელ ვითარებაში ამ სფეროში კორუფციის ნიშნები იზრდება. ამასთან, მესხიშვილა აღნიშნა, რომ მათ მიერ აღმოჩენილი პრობლემები, CiTA-ს საერთაშორისო კომიტეტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც საბოლოოდ კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. მისივე თქმით, თუ სახელმწიფოს სურს,რომ რეფორმა წარმატებული იყოს რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.