მძღოლები ტექინპექტირების გაუვლელობის გამო, შესაძლოა, უფრო ხშირად დაჯარიმდნენ. არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ შევიდეს ცვლილებები კანონში, რომლის თანახმადაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის გამომძღოლები 30 დღის ნაცვლად, ყოველ 72 საათში ერთხელ დაჯარიმდებიან.
„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ დახარვეზებული ავტომობილების მფლობელებს ურჩევნიათ ყოველ თვე ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე ავტომობილი ტექნიკურად გამართონ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ თბილისში ჯერ კიდევ გადაადგილდება 82 000-მდე ისეთი მანქანა, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა. ჯარიმის ოდენობა იმ ფიზიკური პირებისთვის,ვინც ტექნისპექტირების გავლის გარეშე გადაადგილდება ავტომობილით 50 ლარია, იურიდიული პირებისთვის კი 200 ლარი.