შეიარაღებულმა პირმა აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ბრაიანში მდებარე ავეჯის დამამზადებელ საწარმოში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელიც დაკავებულია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის აღნიშნული საწარმოს ერთ-ერთი თანამშრომელია. სამართალდამცავები აცხადებენ რომ მათ თავდასხმის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში აშშ-ში მასობრივი სროლის რამდენიმე შემთხვევა მოხდა.