ტეხასის შტატში საეკლესიო ავტობუსის ავარიას სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. ავტობუსში სულ 14 ადამიანი იჯდა, როდესაც ის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ პიკაპის ტიპის ავტომობილს შეეჯახა. ავარიის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. მიმდინარეობს გამოძიება.