ტეხასში ეკლესიაში სროლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ტეხასში ეკლესიაში სროლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა

2017-11-06 09:24:10+04:00

სულ მცირე 26 დაღუპული და 20 დაჭრილი - ასეთია ტეხასში, ქალაქ საუტერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგი. დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო. მოგვიანებით პოლიციამ ის მეზობელ რაიონში, გარდაცვლილი იპოვა. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობი რჩება.