ტეხასის შტატს ტორნადომ გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. სტიქიის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, რომლების მშობლებთან ერთად მანქანაში იმყობებოდნენ, რა დროსაც ავტომობილს მოგლეჯილი ხე დაეცა. ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 7 დაშავებულის შესახებ. სტიქიის შედეგად 1 500-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა ქალაქი ფრანკლინი, სადაც დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. ამინდის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, ძლიერი ქარი მომდევნო დღის განმავლობაში ტეხასში, ლუიზიანასა და მისისიპიში გაგრძელდება.