11:11
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტეხასის და ლუიზიანის სანაპიროებს ქარიშხალი „ნიკოლასი“ დაატყდა თავს
14-09-2021

აშშ-ის ტეხასის და ლუიზიანის სანაპიროებს ქარიშხალი „ნიკოლასი“ დაატყდა თავს. Reuters-ის ინფორმაციით, ქარიშხალმა წყალდიდობის, ელექტროენერგიის გათიშვისა და შტორმის გაძლიერების საფრთხე შექმნა. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 120 კმ-ს მიაღწია. აშშ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქარიშხლისგან გამოწვეულ შედეგებთან გასამკლავებლად ფედერალური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა. ამასთან, ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა შტატის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები ნავებითა და ვერტმფრენებით. ჰიუსტონის მერმა სილვესტერ ტურნერმა ქალაქის დაახლოებით 2.3 მილიონი მცხოვრები წყალდიდობის საფრთხის შესახებ გააფრთხილა და ქუჩებსა და გზატკეცილებზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. „ნიკოლასი“ მეორე ქარიშხალია, რომელიც აშშ-ის სანაპიროებს ბოლო პერიოდში დაატყდა თავს. მანამდე ქარიშხალმა „იდამ“ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

AutoPlay
მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე ახალი ხიდი დამონტაჟდა
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
ინდოეთში სასამართლო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად 3 პირი დაიღუპა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა - დაისეტყვა რამდენიმე სოფელი
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ დავით დაუთაშვილს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები