მიმდინარე წელს ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო ათას 287 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. საუბარია, 1-ლი იანვრიდან 19 თებერვლის პერიოდზე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯამში, 15 ათას 821 საჯარიმო ქვითარი იყო გამოწერილი.შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. თუმცა, რეფორმა მხოლოდ 8-ზე მეტ ადგილიან სამგზავრო და 3,5 ტონის ზემოთ სატვირთო ავტომობილებს ეხება, რომელთაც ინსპექტირების ვალდებულება აქამდეც ჰქონდათ. რაც შეეხება საჯარიმო საქნციებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – მძღოლის 50 ლარით; ხოლო ასეთი სატრანსპორტო საშუალების სხვისთვის გადაცემა კი ფიზიკური პირის - 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირის თუ ინდივიდუალური მეწარმის 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.