ირანის დედაქალაქ თეირანში პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა განაცხადა. მისივე თქმით, ისინი, ვინც პირბადის ტარების წესს დაარღვევენ, 500 000 ირანული რიალით დაჯარიმდებიან. ის მოქალაქეები კი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კარანტინში არ გადავლენ, ან მეგობრებსა და კოლეგებს დაავადების შესახებ დაუმალავენ, 2 მილიონი რიალით დაჯარიმდებიან. თეირანში სკოლები, მაღაზიები, სალოცავები, რესტორნები და სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტები 3 ოქტომბერს ერთი კვირით დაიხურა.