კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ირანის ხელისუფლებამ თეირანში შეზღუდვები აღადგინა.
დედაქალაქის ხელისუფლების განმარტებით, ერთი კვირით იკეტება სკოლები, უნივერსიტეტები, სემინარიები, ბიბლიოთეკები, სილამაზის სალონები, მეჩეთები, კინოთეატრები და თეატრები. გარდა ამისა, დროებით შეჩერდა სოციალური, კულტურული და რელიგიური ღონისძიებები.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 259 652-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, კოვიდ 19-ს კიდევ 203 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 13 032-ს მიაღწია.