სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ კელიებიდან ხატები მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიტანეს. როგორც კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აზერბაიჯანული მხარის გადმოცემით, მათი თვითმიზანი არ ყოფილა ხატების კელიებიდან გამოტანა იმ მიზნით, რომ ამ ხატებს იქ არაფერი ესაქმება.