ამერიკულმა კინოსტუდიამ Universal Pictures ინგლისელი კომპოზიტორის, ენდრიუ ლოიდ უებერის კლასიკად ქცეული მიუზიკლის Cats ეკრანიზაციის პირველი თრეილერი გაავრცელა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მომღერალი, ტეილორ სვიფტი ასრულებს. კინორეჟისორ ტომ ჰუპერის ნამუშევრის პრემიერა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს შედგება.