ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის პირველ ადგილს ტეილორ სვიფტი იკავებს, მისი შემოსავალი 185 მილიონ დოლარს შეადგენს. ფულის უდიდესი ნაწილი მან ახალი ალბომით Lover და მუსიკალური ტურის Reputation Stadium-ის შედეგად მოიმუშავა.
რეიტინგის მეორე ადგილი ბიონსემ დაიკავა, რომლის შემოსავალიც ტეილორ სვიფტის შემოსავალს მკვეთრად ჩამორჩება და 81 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მესამე ადგილს 62 მილიონიანი შემოსავლით კი რიანა იკავებს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალების ათეულში ასევე შევიდნენ კეტი პერი, პინკი, არიანა გრანდე, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, სელინ დიონი და შაკირა.