"თეგეტა" საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავტოწარმოებლის ელექტრომობილებს შემოიყვანს. თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა "თეგეტას" შვილობილ კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა" და უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებელ "ბაიქ მოტორს" შორის. ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი" გეგმავს, სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი, როგორც სედანი, ასევე კომპაქტური და მაღალი გამავლობის ავტომობილები. რაც მთავარია, მომხმარებლისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურსა და ეკოლოგიურს გახდის.