ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა - Palitra News

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა

2020-11-02 10:06:27+04:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა, - ამის შესახებ ჯანმო-ს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” თავად წერს.

"კარგად ვარ და სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ უახლოეს დღეებში კარანტინში ვიქნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის შესაბამისად და ვიმუშავებ სახლიდან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვიცავდეთ სამედიცინო მითითებებს. ასე დავარღვევთ კოვიდ 19-ის გადაცემის ჯაჭვებს, ჩავახშობთ ვირუსს და დავიცავთ ჯანდაცვის სისტემებს", – წერს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.